ბერძნული მედიის ცნობით, კოლონაკში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სამართლადამცველებმა 43 წლის კაცი 2022 წლის მარტში მომხდარი ქურდობის გამო დააკავეს. მან ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის ოჯახი გაქურდა და 300 000 ევროს ღირებულების ფული და ძვირფასეულობა წაიღო.
მედიის თანახმად, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ქურდობიდან რამდენიმე დღეში კაცმა დატოვა საბერძნეთი და საქართველოში წავიდა. საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემდეგ კი გაირკვა, რომ მან ვინაობა შეიცვალა. მედიის ინფორმაციით, კაცი საბერძნეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
ის 2023 წლის 16 მარტს ათენის ცენტრში დააფიქსირეს, რის შემდეგაც დააკავეს.