პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
33 წლის კაცს ბრალად ედება სასურსათო მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების სალაროების გაქურდვა.
როგორც პოლონური მედია წერს, პოლიციამ მძარცველის იდენტიფიცირება სათვალთავლო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალის მეშვეობთ შეძლო.
საქართველოს მოქალაქეს ბრალი ექვს საქმეზე წაუყენს.
გაირკვა, რომ მან იგივე მეთოდით, ქურდობა პოლონეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩაიდინა.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კაცს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.