რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში სცემა.
ინფორმაციას"ინფო რუსთავი" ავრცელებს. მისი ცნობით, XII მიკრორაიონში, ერთერთ ქუჩაზე, 60 წლამდე ქალსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით დედამთილი დაკავებულია.