პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან, ის გამოკეტილია მოსკოვში, ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი ფაქტობრივად, ჩაკეტეს, გამოკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეეძლება ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი და თუ ის დააპირებს ამას, მას დააკავებენ. ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ის, როგორც დამნაშავე, მსოფლიომ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან და ის გამოკეტილია მოსკოვში. ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება რუსი ოლიგარქის, ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს და მე მინდა გავაფრთხილო რუსული ოცნების წარმომაგენლები საქართველოში, რომ მათი პოლიტიკური დღეები არის დათვლილი და მეტიც, საქართველოს ისტორიისა და მსოფლიო ისტორიის წინაშე, ისინი იქნებიან თავმოჭრილები, შერცხვენილები, როგორც მთავარი პუტინისტები და კრემლის გამგრძელებლები საქართველოში. კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე არსებობს და დამნაშავეს, მსოფლიოს ტერორისტს, ფეხქვეშ რამდენიც არ უნდა გაეგოთ იცოდეთ, რომ ის დამარცხებულია და როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს, არსებობს, როგორც ტერორისტი დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.