ბათუმში, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას 22 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
საქრათველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.