ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ორივე მათგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
"გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს" და ნიკა მოსიაშვილს გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
"პროცესი გადაიდო იმიტომ რომ ჩაგვიტარდა სასწრაფო სამედიცინო გამოკვლევა. სასწრაფო იყო მოსული და დაადგინეს რომ გადაყვანას ვექვემდებარებით საავადმყოფოში გადაყვანას გამოკვლევებისთვის, იმისთვის, რომ შესაძლოა მიღებული გვქონდეს თავის ტვინის დაზიანებები...მოსამართლე არის ანგაჟირებული, მოიკლა თავი, არ უნდოდა პროცესის გადადება, მათ შორის სასამართლოს ექიმმა დაადასტურა, რომ მოსიაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა და აწუხებდა თავის ძლიერი ტკივილი, დაალევინა წამლები და დაელოდა, წნევამ არ დაუწია მოსიაშვილს მაინც გააგრძელა პროცესი. ამ ყველაფერს დასჭირდა სასწრაფოს მოსვლა და სასწრაფოს მხრიდან დადასტურება, რომ გვჭირდება გადაყვანა გამოკვლევაზე" აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხვალ, 4 საათამდე გადაიდო.