სპეცრაზმმა, პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.
მნმდე, სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან.
„ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან დავიძრათ და გვერდითა შესასვლელებთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მანამდე გიორგი ვაშაძემ მიმართა „ქართულ ოცნებას“, რომ ერთ საათში გაეწვია „ხალხის ძალის“ კანონპროექტი და გაეთავისუფლებინა გუშინ აქციაზე დაკავებული ადამიანები.