პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაძაბული ვითარებაა.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ინფორმაცია ამ წუთებში ვრცელდება. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ფოტო: ფორმულა