თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოზე, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სროლის შედეგად დაიჭრა ალექსანდრე გამჯაშვილი, რომელიც ბიზნესცენტრის ერთ-ერთი მეწილეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შენობის დაცვის თანამშრომელმა ესროლა, რომელიც უკვე დაკავებულია.