თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს.
სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში, დილის საათებში მოხდა. 64 წლის ცოტნე თვარაძე ტაძრის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდასხმის მოტივები უცნობია.
თავდამსხმელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით დაიწყო. ეკლესიის ეზოში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.