ნეაპოლში კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი 38 წლის ქართველი, რომელიც იტალიაში „ნაპოლი"-„ლაციოს" მატჩზე, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა.ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იტალიური მედიის ცნობით, ი. ნ-ს საბერძნეთის სასამართლომ 2012 წლის ოქტომბერში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის.
კაცის იდენტიფიცირება საჰაერო-სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში რომის პოლიციის საერთაშორისო სამსახურის და საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მოხდა.
გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს პასპორტი ნეაპოლში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ჰქონდა აღებული.