„საქართველოში ეს დავა ამოიწურა. აპელაციის იქით ეს საქმე აღარ საჩივრდება. აწი თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ეს საქმე გაიგზავნება თუ არა სტრასბურგის სასამართლოში“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში სასამართლოებმა გამოცდას ვერ გაუძლეს და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები.
"საქართველოში ეს დავა ამოიწურა. აპელაციის იქით ეს საქმე აღარ საჩივრდება. აწი თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ეს საქმე გაიგზავნება თუ არა სტრასბურგის სასამართლოში. თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, გაიგზავნება. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - შეიძლება, რომ თავიდან ჩატარდეს ექსპერტიზა, ამაში შეზღუდული არ ვართ. ხვალვე შეიძლება დაიწყოს ეს ექსპერტიზა და თავიდან მივმართოთ საქართველოს სასამართლოებს. რამდენად ამას აზრი აქვს, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არარეალურია იმიტომ, რომ საქართველოს სასამართლოებმა, სამწუხაროდ, ამ გამოცდას ვერ გაუძლეს და მიიღეს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რა პოლიტიკურ დავალებებსაც მათ მმართველი პოლიტიკური ძალა აძლევდა, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ".