პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციამ გამოცემა "პუბლიკის' რედაქტორი ზურა ვარდიაშვილიც დააკავა.
ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მისი თქმით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისთვის დააკავეს.
ფოტო: "პუბლიკა"