პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი ადამიანია დაკავებული, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე მიმდინარე აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელი ბლოკირებაში.
„ამ დროისათვის დაკავებული ოთხი პიროვნება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ადგილზე მიმიდინარეობდა აქცია, აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელი ბლოკირებაში. არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისკენ, წესრიგისკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, სამართალდამცველებმა შესაბამისად იმოქმედეს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – განაცხადა სირაძემ.