საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელთან უმრავლესობის დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ მათი დაკავება.
პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.