ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით თელავში, თბილისის გზატკეცილზე მოხდა.
სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ორი პირი ადგილზე გარდაიცვალა.
ერთ-ერთი მათგანი კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლით დაიწყო.