ბანკის ძარცვის შესახებ გავიგე ტელევიზორიდან... სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა, მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი, ხან სოხუმში, ხან ბათუმში, - ამის შესახებ TV პირველისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ განაცხადა.
ესებუას თქმით მის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
„იმ დღეს ვიყავი აფხაზეთის და საქართველოს კონტრორილებად ტერიტორიაზე. ბანკის ძარცვის შესახებ გავიგე ტელევიზორიდან... სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა, მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი, ხან სოხუმში, ხან ბათუმში...
თუ რატომ წავედი შეიარაღებული ძალებიდან ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ, ოღონდ ახლა არა, ახლა ერთადერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩემი ძმა უკანონო პატიმარია და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. მათ კითხვები აქვთ ჩემთან, ამიტომ თუ რამე უნდათ მე მკითხონ და ჩემი ძმა გაათავისუფლონ...
ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. თუ აქ, ეს მევახშეები და სახელმწიფო დამჩაგრავს, წავალ სტრასბურგში და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩვენს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა და მე ამას აუცილებლად შევებრძოლები“, -ამბობს ესებუა.
ბანკზე თავდასხმისთვის ესებუა 2 წელი იძებნებოდა. ის 8 თებერვალს დააკავეს.