„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ
საქართველოს მთავრობას ანტიდასავლური კურსი აქვს და ამის შესაბამისად იქცევა. მისივე თქმით, მთავრობა ახლა პრორუსულ მიმართულებას აძლიერებს.
„ახლა ჩვენს მთავრობას ანტიდასავლური უჭირავს და ამ კურსის შესაბამისად იქცევა. უნდა, სხვებმაც დაიჯერონ, რომ პრორუსები არიან. არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდება. ეს ყველაფერი ხელოვნურია. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა ქვეყნისთვის დამაზიანებელ თამაშს მოეშვება, მაგრამ ახლა პრორუსული მიმართულება უჭირავთ და ამას აძლიერებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, მმართველი გუნდი მას დაძლევს.
„რაც შეეხება პრეზიდენტს, მისი მესმის. „ქართული ოცნება“ ვეტოსაც დაძლევს, მაგრამ მხოლოდ ეს კანონი არ არის პრორუსული საქართველოში. ერთ-ერთი პრორუსული იქნება, რომელსაც ყოველდღე ვიღებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.