ბათუმში, სამედიცინო ცენტრ "ბიემსიში" დედამ ახალშობილი მიატოვა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის გოგომ იმშობიარა და ბავშვი კლინიკაში დატოვა.
საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო და ჩვილის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას ისინი უზრუნველყოფენ.
ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.