ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ჩვილი ქუჩაში, მეჩეთის ახლოს კალათში იყო. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
ახალშობილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.