თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, როინ მებონია სასჯელს ჯერ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოიხდის. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.
შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. კაცმა ცოლს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.