სტრასბურგის სასამართლოს ძალიან ბევრმა გადაწყვეტილებამ პირდაპირ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო ანტიდემოკრატიული. რეჟიმი, რომელიც ემყარებოდა ძალადობას, მათ შორის ადამიანების წამებასა და ქონების ჩამორთმევას, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი დღეს ასეთი საქმეების გამო იხდის სასჯელს.
„სტრასბურგის სასამართლოს ძალიან ბევრმა გადაწყვეტილებამ პირდაპირ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო ანტიდემოკრატიული. რეჟიმი, რომელიც ემყარებოდა ძალადობას, მათ შორის ადამიანების წამებასა და ქონების ჩამორთმევას. ამის არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, დაწყებული გირგვლიანიდან, დამთავრებული ოჩიგავას საქმით. სააკაშვილი დღეს სწორედ ასეთი საქმეების გამო იხდის სასჯელს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად ხელოვნურია სააკაშვილის თემა. ეს არის გარკვეული პოლიტიკური პროექტი, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამავდროულად, დამაზიანებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმს მაშინაც ლობისტური ძალები ფუთავდნენ, როგორც დემოკრატიულ რეჟიმს.
"მათი მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობა, რის გამოც სააკაშვილი საქართველოში საიდუმლოდ იყო შემოპარული. საბოლოო ჯამში, მიზანი იყო აქ არეულობა და ალბათ ისეთი რეჟიმის მოყვანა, რომელიც ყველა მათი ნება-სურვილის აღმსრულებელი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.