საქართველოს ხელისუფლება დასავლურ თამაშს არ თამაშობს. მან, რაღაც თვალსაზრისით, პრორუსული პოზიციების გულშემატკივრობა აირჩია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„არც ოპოზიციაში და არც მედიაში არ არის დალაგებული მდგომარეობა. ამას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი წმინდა წერილი არ იყოს და დასაშვები გახდეს დისკუსია, გვინდა თუ არა დასავლეთისკენ. ამას ვერავინ გაბედავდა, რომ არა შექმნილი მდგომარეობა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დატრიალდა, ფაქტობრივად, სამარცხვინოდ იქცა მიტინგზე გასვლა. ჩემი აზრით, გამოსავალი არის ხალხში. პოლიტიკოსებმა, მედიამ თავი უნდა დავანებოთ არარსებული ჯარის გენერლობას. ხალხი კი არ გვეპატიჟება აქციაზე, ჩვენ ვეპატიჟებით სულ. ყველა დაიღალა ამ დაპატიჟებით. ხალხმა თუ მეტი პასუხისმგებლობა არ აიღო საკუთარ თავზე, ჩვენ ჯადოქრები კი არ ვართ“, – განაცხადა ხვიჩიამ.