ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია, არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს – თუ ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და შემდეგ გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადამიანი არ ჭამს და აცხადებს, რომ მოწამლულია, ასევე უარს ამბობს ექსპერტიზაზე, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია და არ მიჰყვება დანიშნული მკურნალობის კურსს, რასაკვირველია, ის კარგად ვერ იქნება.
„სააკაშვილის რეჟიმი რომ ყოფილიყო, იმ დანაშაულებისთვის, რაც სააკაშვილს დაუმტკიცდა, 50-წლიან თავისუფლების აღკვეთას მიიღებდა. ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია, არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს – თუ ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და შემდეგ გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. მისმა გუნდმა, კლოუნის მიერ ჩამოყალიბებულმა რევკომმა კი დასახოს გეგმები და თუ რესურსი აქვს, არჩევნებში გაიმარჯვოს და არჩევნების გზით მოვიდეს ხელისფლებაში. შემდეგ უნდა სააკაშვილი გაათავისუფლონ და რაც უნდათ, ის ქნან, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან ხაბეიშვილები საქართველოს საზოგადოებას ვერ აჯობებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.