მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკრაინულ ენაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელი ხალხით, მისი პრეზიდენტით და დარწმუნებულია გამარჯვებაში:
ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მე მინდა მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობენ, დისტანციურად, კლინიკა ვივა მედიდან ჩართეს.