სააკაშვილი იმსახურებს ნებისმიერ სიაში მოხვედრას, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეებს გააერთიანებს, - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
"სააკაშვილი, ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, მძიმე დარღვევაში მათ შორის და მათ შორის მოკვდინებაში. ასეთი კონკრეტული პიროვნების მიმართ, ეს დამოკიდებულება რომელიც დღეს აქვს შექმნილი თაღლითების პიარ-ჯგუფს, რასაკვირველია განაპირობებს გარკვეული ანალიზის აუცილებლობას", - თქვა ვოლსკიმ.