შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და გააუმჯობესებს შიდა ენერგობაზარსაც, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტით უზრუნველყოფილი იქნება შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი.
„ძალიან მახარებს, რომ რუმინეთში ვიმყოფები ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დააახლოებს ჩვენს პარტნიორებთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში და დაგვეხმარება ჩვენს რეგიონებს, რომ მოხდეს უფრო სუფთა ენერგორესურსისა და მატარებლების მიწოდება.
რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის გვეთქვა უარი და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა. ევროკავშირმა შეძლო, შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას და ჩვენს ქვეყნებში გამოშვებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთოხოებას, დამოუკიდებლობას და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება ასეთ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ამ განახლებადი ენერგიისა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია. ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ეს იქნება ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ჩვენ დაგვეხმარება ეს ინიციატივა მიწოდების უზრუნველყოფაში და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით.
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდაენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში და რა თქმა უნდა, უკრაინას. ეს დაეხმარება ქვეყანას აღწარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში.
პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა დამოკიდებული მისი შესრულება. ჩვენ ვაპირებთ, შევასრულოთ ეს მიზნები – ენერგომიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია და სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველოდები ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.