"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც ამ წუთებში მიხეილს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა იმყოფება.
“სააკაშვილი ყველა ვარიანტში გათავისუფლდება, მაგრამ ის თავისი ჯანმრთელობით იხდის თავისუფლების ფასს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ქუჩაში გამოსვლა და ამის გაპროტესტება და ხმის ამოღება იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენ საზოგადოებად დავრჩეთ, შევდგეთ საზოგადოებად და სახელმწიფოდ. ეს ჩვენ გვჭირდება ადამიანებს და არა მიხეილს სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სასწრაფოდ გადაყვანა რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ქვეყანამ უფსკრულში არ ამოყოს თავი, როგორც 30 წლის წინ ვიყავით, ამის საფრთხე არის რეალური.
განსაკუთრებით მთავრობას ეხება ეს და იმ ხალხს, ვინც მთავრობას აგიჟებს ამით, რომ სააკაშვილი რომ გაუშვან ახლა ქვეყანა ამოყირავდება. სიცრუეა - ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს იმიტომ რომ კვდება და თუ მოკვდება ციხეში, ეს იქნება უპატიებელი, ამის საზღაურს მიიღებს ყველა, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს პირდაპირ თუ ირიბად", - თქვა გიგი უგულავამ.