ალბათ ის დრო მოვა, როცა განცხადებებს გააკეთებს და საზოგადოებას მეტს მოუყვება, ვინ სთხოვდა მეტ დესტრუქციას, აგრესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიამ ბევრჯერ თქვა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებაო, მაგრამ როგორც ხედავთ, ცხოვრება გრძელდება და სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებას აგრძელებენ.
„ნიკა მელიამ ვერც პოლიტიკაში, ვერ პროგნოზების გაკეთებაში და ვერც მკითხაობაში წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა ალბათ ის დრო მოვა, როცა განცხადებებს გააკეთებს და საზოგადოებას მეტს მოუყვება, ვინ სთხოვდა მეტ დესტრუქციას, აგრესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, კანონის უხეშ დარღვევას, რათა პატიმრობაში მოხვედრილიყო და ეს გამოეყენებინათ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის. რასაც ვხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეჯიბრია, ვინ უფრო მეტად დაიცავს სააკაშვილს და ვინ უფრო ემტად შეძლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას. სინამდვილეში, სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებთ, უბრალოდ, შიგნით ერთმანეთს უმტკიცებენ, შიგნით ვინ უფრო მეტად იმხრობს იმ ელექტორატს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.