შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მან უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა.
„მე არ ვთვლი მას პოლიტპატიმრად. პრეზიდენტობის პერიოდში მას ჩადენილი აქვს დანაშაულები და მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არის იმდაგვარი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღწერს, თუ ეს მართალია, რომ მისი საქართველოში გადარჩენა ფიზიკურად შეუძლებელია და ამიტომ უნდა იყოს გადაყვანილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ, ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერდი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.