კანაფის მოხმარების თითოეულ გზაში, იქნება ეს ე.წ. ბულბულატორი თუ სხვა, ჯანმრთელობის ზიანის თითოეული ელემენეტი ყველგან დევს, - ასე უპასუხა ფსიქიატრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ილიაუნის პროფესორმა, ირმა კირთაძემ ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს მოქალაქეს, რომელსაც აინტერესებდა, რამდენად უსაფრთხოა, კანაფის მოწევა ე.წ. ბულბულატორიდან.
ირმა კირთაძე, ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიაუნის პროფესორი:
„კანაფი, როცა მოიხმარება მოწევით ან ვეიპით, მთავარი ფსიქოაქტიური კომპონენტი ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ) ძალიან მალე, ზედა სასუნთქი გზებით ხვდება ფილტვებში, შემდეგ სისხლის მიმოქცევაში და თავის ტვინში. ასე, შესაძლოა, დიდი კონცენტრაციით იქნას მიღებული ტჰკ, რაც თავისთავად არაა თავის ტვინისთვის სახარბიელო. ასევე გააჩნია, რას ვუწოდებთ უსაფრთხოებას. ალბათ, აქ შეიძლება შედარება გაკეთდეს, თამბაქოსთან შერეული მასის მოწევა, ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე ცალკე კანაფის მოწევა. რაც შეეხება მოწყობილობას, ათასნაირი არსებობს.
თუ მოხმარება ხდება, პლასტმასის ბოთლებიდან და პლასტმასის მოწყობილობებიდან, ბუნებრივია, ეს არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. ზუსტად ისევე, როგორც ერთჯერადი პლასტმასის ბოთლის, რომელსაც მეორედ გამოიყენებ წყლის ჩასახმელად. პლასტმასის მიკრონაწილაკები, ზუსტად ისევე ხდება სახიფათო, როგორც მეორადი პლასტმასის ბოთლიდან წყლის მომხარება. მაგრამ თუ ეს არის, შუშის, ეს ზიანი აკლდება, რაც პლასტმასის ბოთლიდან შეიძლება მოდიოდეს. თუმცა, ძალიან რთული კითხვაა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცე, რადგან მოსაწევი მოწყობილობების ზიანის ხარისხის შესახებ კვლევები ნაკლებადაა წარმოებული. არადამაზიანებელი არაფერი არ არის, არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ მოხმარების თითოეულ გზაში, თითოეული ელემენეტი ჯანმრთელობის ზიანის ყველგან დევს“.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;