„ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს, ფსიქიატრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ილიაუნის პროფესორმა, ირმა კირთაძემ მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.
შეკითხვა: არის თუ არსებობს საქართველოში ჩატარებული კვლევა ე.წ “კარიბჭის ნარკოტიკებზე”? რომელი ნივთიერებებია და არის თუ არა მათ შორის მარიხუანა.
ირმა კირთაძე, ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიაუნის პროფესორი:
„ყბადაღებული კარიბჭის თემა, ასე ვეძახი ხოლმე. ეს წამოვიდა მას შემდეგ, რაც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ჩატარდა ამერიკაში. კვლევა მიზნად ისახავდა, გაერკვია არის თუ არა, რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერება, ასე ვთქვათ, კარიბჭის, ანუ დამწყები, გზის გამხსნელი შემდეგ უკვე, უფრო ძლიერი ფსიქოატიური ნივთიერებების მომხარებისკენ.
ადამიანებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ წამალდამოკიდებულება, ეკითხებოდნან - რა არის ის პირველი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც მან მოიხმარა ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლიც იყო დასახელებული, რომელიც პირველად გასინჯეს, რის შემდეგ იყო კანაფი, რატომღაც ჩაითვალა, რომ, კანაფი არის ის ნივთიერება, რომელიც მერე გზას უხსნის მომხმარებელს შედარებით უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებისკენ.
ეს ყველაფერი, თავდაყირა დადგა შემგომ ჩატარებული კვლევების შედეგებით, რადგან არანაირი კარიბჭის ნარკოტიკი არ არსებობს, ვერ დასაბუთდა კარიბჭის შემქმნელი ფსიქოაქტიური ნივთიერების არსებობა. აქ, მთავარია, ბიოფსიქოსოცოალური ფაქტორების ერობლიობა და მათი ინტერაქცია, რომელიც გადააგდმევინებს ადამიანს ნაბიჯს, რომ მოიხმაროს პირველად ესა თუ ის ფსიქოატიური ნივთიერება.
ბიოფსიქოსოციალურ ფაქტორებში შედის: ერთი მხრივ, ადამიანის ფსიქოტიპი, იმპულსურობა, ხასიათობრივი მაჩვენებლები, პრობლემის გადაჭრის უნარი. რამდენად შეუძლია გაუმკლავდეს პრობლემებს და ა.შ. ასევე, შედის ის გარემო, სადაც ცხოვრობს - პოლიტიკური, სოციალური. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია - აღზრდა. რამდენად ტოლერანტულია ის გარემო, რომელშიც იზრდება ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების მიმართ. ვთქვათ, ჩვენი საზოგადოებისთვის, რამდენად მისაღებია, რომ აი, 14 წლის ბავშვებმა მეგობარს დაბადების დღე 1 ჭიქა ალკოჰოლით, ვთქვათ, ღვინით, მიულოცონ. ჩვენი კულტურისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მერე რა, რა მოხდა. რაც შეიძლება აბსოლუტურად მიუღებელი იყოს სხვა კულტურისთვის. ამიტომ, საკითხისადმი საზოგადოების ასეთი დამოკიდებულებებიც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ასევე მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შეთავაზება ხდება ანუ, როცა პირველ წვდომას იღებს მოზარდი ამა თუ იმ ნივთიერებაზე. თეორია, რომელიც ნორმან ზინბერგმა წამოაყენა - Drug, Set and Setting, დაედო საფუძვლად იმას, რომ წამალდამოკიდებულება არ არის მარტივი დაავადება და გამოწვეულია კომპლექსური - ბიოფსიქოსოციალურ ფაქტორებზის და მათი ინტერაქციის შედეგად. ამ ფაქტორების კარგად გაგებამ, შესწავლამ, პრაქტიკულად, გააქარწყლა კარიბჭის ნარკოტიკის არსებობა.
დღეს საერთოდ აღარ დგას კითხვა არის თუ არა კანაფი კარიბჭის ნარკოტიკი? ან საერთოდ, რომელიმე ნივთიერება არის თუ არა. ეს შეხედულება იმდენად მოძველებულია და არ არის მტიცებულებაზე დაფუძნებული, რომ თუ ვინმე იწყებს ამ თემაზე საუბარს, რომ კარიბჭის ნარკოტიკია კანაფი, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ეს სწორი არ არის. რადგან არიან ადამიანები, რომლებმაც კანაფით დაიწყეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, მაგრამ არასდროს გადასულან სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკზე. ან კიდევ - არიან ადამინები, რომლებიც მძიმე ნარკოტიკს მოიხმარენ, მაგრამ მათ კანაფით არ დაუწყიათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება“.
„ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;