არსებობს თუ არა, ყოფილი ნარკომანი, - ეს შეკითხვა დაუსვეს ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს თამარ ბოკუჩავას, „ალტერნატივა ჯორჯია“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს.
თამუნა ბოკუჩავა, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი:
ეს შეკითხვა, მხოლოდ ამ კონკრეტულ ჩვენს მსმენელს არ დაუსვამს, საკმაოდ ხშირად სვამენ. თვითონ სიტყვა ნარკომანი, მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტს, არ მიყვარს. ძალიან სტიგმატიზებას ახდენს ამ ადამიანებისას. კი, მანიაა, ჩვევაა, თუმცა, საზოგადოების მხრიდანაც უარყოფით კონტქეტშია განხილული. ეს არის ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია ნარკოტიკულ ნივთიერებებზე. აქედან გამომდინარე, ეს არის დამოკიდებულების სინდრომი, დაავადების თქმაც არ მიყვარს, არის ქონიკული. რადგან ქრონიკულია, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარკოტიკს უნდა მოიხმარდეს, ან რომელიმე ნივთიერებას. ეს ნიშნავს, რომ თუკი, ამ ადამიანს, ერთხელ მაინც ჰქონია დამოკიდებულება ნივთიერებაზე, მან, როცა არ უნდა მოიხმაროს ცხოვრების განმავლობაში, ეს დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება. ყოველ შემთხვევაში, ამისი ძალიან დიდი რისკი და ალბათობა არსებობს.
როდესაც ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე, ჩვენს საზოგადოებაშიც, როგორც წესი, ძალიან დიდი აქცენტია, ფიზიკურ დამოკიდებულებაზე, რომ აუცილებლად უნდა იყოს „ლომკა“ და ა.შ. ან - სანამ არ არის ფიზიკური დისკომფორტი და ფიზიკური აღკვეთის მდგომარეობა, მიიჩნევა რომ ეს არ არის დამოკიდებულება. არადა, ამ დროს, შეიძლება არსებობდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რომელიც აუცილებლად არსებობს და, რომელიც, ბევრად უფრო რთული სამართავია, ვიდრე, იგივე ფიზიკური აღკვეთის მდგომარეობა.
აქედან გამომდინარე, სიტყვა „ყოფილი“ არ არის სწორი ფორმულირება, თუ შეკითხვას დავუბრუნდები. ნარკოტიკის მომხმარებელი არის ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, ისევე, როგორც სხვა. რემისიის პერიოდში, მაშინ, როდესაც ის არ მოიხმარს ნარკოტიკს, არის აბსოლუტურად პროდუქტიული, კეთილგანწყობილი და, შეიძლება, ბევრად უფრო პროდუქტიული და წარმატებული, ვიდრე - არამომხმარებელი. ამიტომ, თავისთავად, ეს სტიგმა - „ყოფილი ნარკომანი“ - უმჯობესია, ამივოღოთ ჩვენი მეტყველებიდან და ლექსიკონიდან. ეს არის დამოკიდებულების სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს ქრონიკულად. ამიტომ, ყველა ინსტიტუცია, ყველა სპეციალისტი ჩართული უნდა ვიყოთ იმაში, რომ მაქსიმალურად მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ, ამ ადამიანებს, რომ იყვნენ რემისიაში. ანუ - ნარკოტიკების მოხმარებისგან თავშეკავების პერიოდში.