„ჩვენ დიდი ხანია, მოვუწოდებდით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ არ შეიმჩნია ის შენიშვნები, რასაც ეუბნებოდა დასავლეთი.
რაც შეეხება ევროპარლამენტის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საუბარია სააკაშვილის გადაყვანა, ხაზარაძე ჯაფარიძე, გვარამიას საქმეების ჩაწერას, იაგო ხვიჩია აღნიშნა, რომ ეს მოსალოდნელი იყო.
„ჩვენ დიდი ხანია, მოვუწოდებდით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნაცმოძრაობასაც ყავს მეგობრები და ნაცნობები დასავლეთში, მათ შეუძლიათ საქმის გაფუჭებაც. თუ ადამიანი, ციხეში ზის და არ უშვებ, ამ ვითარებაში ხვდები ამ ამბავს, მაშინ შენ შეგუებულიც კი ხარ, რომ ეს ამბავი არ გამოგივიდეს. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომას აყოლებ ამ ქვეყნის ინტერესებს. რაც თავიდანვე იყო არასწორი და ამაზე პასუხისმგებელი ერთპიროვნულად და ცალსახად არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.