მარიხუანის რამდენი ძირის გაზრდა და მომხარება შემიძლია, - ეს შეკითხვა მოქალაქემ იურისტ გურამ იმნაძეს „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს დაუსვეს.
გურამ იმნაძე, იურისტი:
რეალურად, მარიხუანის არც ერთი ძირის გაზრდა არ არის ლეგალური. ბოლო წლებში ბევრი ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მარიხუანის მოხმარებსა და ფლობას ეხებოდა. ასევე, სასამართლომ ცალკე იმსჯელა კანაფის მოყვანა-კულტივაციაზე.
დღეს არის აღქმა, რომ რაკი, მომხარებაზე არ არის, არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის სასჯელი დაწესებული, უკანონობა არ იქნება, თუ ადამიანი თავისთვის მოყვანს ერთ-ორ ან რამდენიმე ძირს.
სინამდვილეში, ფორმალურად, ეს დასჯადია, ნამდვილად. მარიხუანის მოხმარებაც არ არის კონტროლს მიღმა დატოვებული. აქვს ცალკეული გარემოებები, როდესაც მისი მოხმარება იწვევს პასუხისმგებლობას.
ერთი, რაც გასათვალისწინებელია, თრობის ქვეშ, იქნება ეს ალკოჰოლური თუ ნაროკტოკული, სატრასნპორტო საშუალებების მართვა, არის სისხლის სამართლის დანაშაული. განსაკუთრებული სიმკაცრე არის ნარკოტიკული საშუალებების თრობის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვაზე. მიუხედავად იმისა, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება თუ არა. ასევე, მარიხუანის მოხმარება საჯარო სივრცეში, ან - არასრულწლოვნის თანდასწრებით, საგანმანათლებლო სივრცეში და არის კიდევ სხვა გარემოებები. ცხადია, ესეც იწვევს სხვადასხვა დოზით პასუხიმგებლობას. გააჩნია, შემთხვევას. შეიძლება, ეს იყოს ადმიანიტრაციული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები გადავიდეს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში.
რაც შეეხება, კანაფის კულტივაციას, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ 1 ძირის ფლობაც კი ფორმალურად ითვლება კანონდარღვევად. უბრალოდ, აქაც არის გრადაციები. შეიძლება ეს იყოს ადმინისტრაციული და გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივში. სისხლის სამართალოში 150 გრამამდე მოყვანა არ იწვევს საპატიმრო საჯელს, მაგრამ შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით, საზოგადოების სასარგებლო შრომით ან სხვა, რაიმე არასაპატიმრო სასჯელით, მაგრამ 150 გრამს თუ სცდება, ამ შემთხვევაში, საპატიმრო სასჯელის გამოყენებაც შესაძლებელია.
დღეს, ფაქტია, რომ პრტაქტიკაში, სამართალდამცავებს, აქვთ ლოიალური დამოკიდებულება, მიდგომა კანაფის მიმართ და შეიძლება მკაცრად არ უდგებიან თუ იპოვიან კანაფის ძირებს. რეალურად, ფოკუსიც აღარ აქვს პოლიციას, რომ მაინცა და მაინც კანაფის მომხარებელი და ე.წ. გროუერების დეტექცია მოხდეს. მაგრამ ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, პრაქტიკის დონეზე. ერთ დღეში შეიძლება, ძალიან მარტივად შეიცვალოს ეს მიდგომები. ხვალ, მაგალითად, თუკი მინისტრი გადაწყვეტს ასე, შეიძლება ძალიან აქტიურად ვნახოთ პოლიციის რეიდები ან, აქტიურად დაიწყოს პოლიციამ ამ საკითხზე მუშაობა და უფრო აქტიურად დაიწყონ აღმოჩენა, კანაფის მოყვანის.
ამიტომ, რადგან დღეს ასეა, ეს არ ნიშნავს რომ მშვიდად უნდა ვიყოთ. ფორმალურად, ეს არის დანაშუალი“.
„ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;