ქალების ნერვული სისტემა ბევრად უფრო მოწყვლადია ფსიქოატიური ნივთიერებების მიმართ. მათ უფრო სწრაფად უყალიდბებათ ფსიქიკური დამოკიდებულებაც და ფიზიკურიც. დამოკიდებულების დაავადება კი ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, - ნარკოლოგმა თამარ სირბილაძემ „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს მოქალაქეების შეკითხვას უპასუხა. შეკითხვა გენდერულ განსხვავებას ეხებოდა, დამოკიდებულების ჩამოყალილბებაში.
„ქალები უფრო მძიმედ იტანენ, თავიანთი ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო, ალკოჰოლს. ალკოჰოლი ღვიძლში მეტაბოლიზრდება და იშლება. ეს ღვიძლის ფერმენტები, რომელიც ამას აკეთებს, ქალებში ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე - მამაკაცებში. ნებისმიერი ერთი ალკოჰოლური ექსცესი, რაც ითვლება 5 ჭიქის ერთდროულად დალევა, სტანდარტული ალკოჰოლლის დოზა, კაცეისთვის ეს არის 5 ჭიქა, მინიმალური უსაფრთხო დოზა, ღვიძლისთვის, ქალებისთვის - 4 ჭიქა. ასეთი, ერთი დალევა, რომელსაც ქართველები სერიოზულ დათრობადაც კი არ ვთვლით, იმდენად ფიტავს ღვიძლის ფერმენტულ სისტემას, რომ ამის აღდგენას სჭირდება 1 კვირა. ეს, რაც ღვიძლს ეხევა.
ქალების ნერვული სისტემა ბევრად უფრო მოწყვლადია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ. მათ უფრო სწრაფად უყალიდბებათ ფსიქიკურიც და ფიზიკური დამოკიდებულებაც. ქალებში დამოკიდებულების დაავადება, ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს“, - თქვა თამარ სირბილაძემ.
„ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;