ზოგადად, ფსიქოატიური ნივთიერება ჰგავს დანაღმულ ველზე სიარულს. რომ შეუყვები ამ დანაღმულ ველს, როდის აფთქდები, არაცინ იცის, - ასე უპასუხა ნარკოლოგმა თამარ სირბილაძემ „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს მოქალაქეის შეკითხვას, რომელიც ფსიქოატირუი მომხარების დროის აკაობრივ და გენდერულ სხვაობებს ეხებოდა.
თამარ სირბილაძე, ნარკოლოგი:
ზოგადად, ფსიქოატიური ნივთიერება ჰგავს დანაღმულ ველზე სიარულს. რომ შეუყვები, ამ დანაღმულ ველს, როდის აფთქდები, არაცინ იცის. ზოგი, შესაძლოა, პირველივე ნაბიჯზე აფეთქდეს, ზოგმა - ნახევარი გაიაროს და შეიძლება ვიღაც ბოლოდე გავიდეს, მაგრამ ამის ალბათობა, მინიმალურია. ამით, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს რაღაც კანონზომიერებები, როდესაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რა თავისებეურებები ახასიათებს მოზარდებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შემთხვევაში და რა განსხვავება ახასიათებს გენდერის მიხედვით.
კვლევებით დადასტურებულია, რომ რაც უფრო ადრე იწყებს მოზარდი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას, მით უფრო, დიდია ალბათობა, უფრო ადრე ჩამოუყალიბდეს დამოკიდებულება ფსიქოაქტიურ ნივთიერებეზე და რაც მთავარია, ეს დამოკიდებულების დაავადება, მიმდინარეობს ძალიან ავთვისებიანად, მოზრდილებთან შედარებით. მეორე საკითხი, რაც ეხებათ ახალგაზრდებსა და მოზარდებს, არის ის რომ მოზარდი, როდესაც იწყებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას, გააჩნია რა თქმა უნდა, ნივთიერებას, მისი თავისებურებებისა და დოზიდან გამომდინარე, მიღების გზიდან გამომდინარე, სხვადასხვა ეფექტები აქვთ, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონზომიერება ის, რომ მოზარდის ფსიქოაქტიური ნივთიერების ადრეულ ასაკში მოხმარება, იწვევს მოზარდის ემოციურ და ინტელექტუალურ გაღარიბებას. რომ შეწყვიტოს, ნარკოტიკის მოხმარება, წლების განმავლობაში დაკარგული უნარ-ჩვევების აღდგენა, არასოდეს აღარ მოხდება.
„ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;