არის თუ არა ე.წ. „კლუბური ნარკოტიკი“ სიცოცხლისთვის საშიში და იწვევს დამოკიდებულებას, - ამ შეკითხვებს ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა თამუნა ბოკუჩავამ „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ მიმდინარეობისის უპასუხა.
თამუნა ბოკუჩავა, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი:
„ეგრეთ წოდებული „კლუბური ნარკოტიკი“ არის სიცოცხლისთვის საშიში, იწვევს დამოკიდებულებას. შეფუთულია ლამაზად - „კლუბური ნარკოტიკი“. ანუ, სახელწოდება რომანტიზებულია ისე, თითქოს არ არის საფრთხის შემცველი. გათვლილია გარკვეულ ასაკობრივ სეგმენტზე. ძირითადად, ახალგაზრდებზე. კლუბში, როგორც წესი, ეს ასაკობრივი სეგმენტი დადის. შესაბამისად, მარკეტინგულად იმდენად ლამაზად არის მოწოდებული, რომ კლუბური ნარკოტიკი რომ საზიანოა, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. მათ შორის, მშობლებმა, თავად მიმღებმა, ამ ნარკოტიკის, არ იცის მასწავლებელმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ამიტომ, ეს მარკეტინგული შეფუთვაც უნდა გავითვალისწინოთ.
ეს არის ნარკოტიკული ნივთიერებები, ძალზე საშიში ნივთიერებები და როგორც წესი, კითხვა, რომ ექსტაზი ხომ არ იწვევს დამოკიდებულებას, ძალიან ხშირად მოდის ფსიქოლოგებთან. ამ კითხვაზე, პასუხი ასეთია: ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც იწვევს თრობას, არასიფხიზლეს, გააჩნია დამოკიდებულების პოტენციალი. პლუს ამას - გამოსვლის პერიოდში, სხვა ნივთიერების დამატება სჭირდება მომხმარებელს რომ გაანეიტრალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც სტიმულატორების მიღების შემდეგ აქვს და აქ უკვე, კიდევ უფრო ძლიერდება დამოკიდებულების პოტენციალი“.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;