არის თუ არა, ქართული კანონმდებლობა ქვეყანაში არსებული ნარკორეალობის შესაბამისი? ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის გადაკეტვა, იქნება თუ არა შედეგიანი თუ პირიქით, უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს? , - ამ შეკითხვებზე უპასუხა იურისტმა გურამ იმნაძემ „ალტერნატივა ჯორჯია“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს.
გურამ იმნაძე, იურისტი:
ჩვენი კანონმდებლობა მთავარ აქცენტს აკეთებ, აკრძალვაზე, შეზღუდვაზე. ეს უფრო პოლიტიკაა და კანონმდებლობა არის ამის გამოხატულება. მაგრამ როგორც ვითარდება მსოფლიოში ნარკოსცენა და ამ კუთხით ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროცესები, საბოლოო ჯამში, რთულია, ამ ყველაფერს, მხოლოდ აკრძალვით შეებრძოლო, ეფექტიანად.
ერთი პრობლემა აქ ჩნდება, ჩვენი კანონმდბელობის - ამ ნაწილში ვერ არის მიმყოლი, ბოლომდე, არსებული ნარკოვითარებისა და გამოწვევების.
უშუალოდ, სააფთიაქო ნარკომანიას რაც ეხება და სააფთიაქო ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, აქაც პასუხი შეიძლება, ერთი შეხედვით მარტივი იყოს, რომ - რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაცრი მიდგომები, რომ ვთქათ, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნივთიერებაზე არ მიუწვდებოდეს ხელი ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდებს. ვიცით, რომ ეს პრობლემა, განსაკუთრებით რელევანტური იყო ხოლმე მოზარდებში. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ მიუხედავად არაერთგზის გამკაცრებისა, ეს პრობლემა, რაღაც დოზით მაინც რჩება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ აკრძალვაზე კეთდება აქცენტი და პრევენციაზე ყურადღება არ კეთდება.
აკრძალვასაც უნდა ჰქონდეს სისტემური მიდგომები. რეგულაციების შემთხვევაში, რაღაც ხარვეზები არის ხოლმე. რაღაც მცირე სივრცეები რჩება, რომელიც შემდეგ სუბიექტებს აძლევს საშუალებას, ახალი სახელით დარეგისტრირდეს და ა.შ. მეორე მხრივ, აკრძალვზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მონიტორინგი. ფორმალურად, რა თქმა უნდა, რეცეპტულ კონტროლს არის დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერებების გაცემა, მაგრამ ვიცით, პრაქტიკაში, სხვადასხვა გზით ხდება ურეცეპტოდ, თუნდაც არასრუწლოვნებზე, ამ პრეპარეტების გაცემა. აქ, სახელმწიფოს როლი, ამ ნაწილშიც, არის ის რომ - უფრო ეფექტიანი იყოს, ამ რეგულაციების აღსრულების მონიტორინგში.
ერთ საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ, საბოლოო ჯამში, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. თუ კი მათ ვუბიძგებთ კიდევ უფრო საზიანო ნივთიერებების მოხმარებისკენ. ე.წ. კუსტარული მოხმარებისკენ, რომელთა ეფექტები ნაკლებადპროგნოზირებადია. შედარებით უსაფრთხო მომხარების მეთოდებზე, ნაკლები ინფორმაციაა.
საბოლოო ჯამში, შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს და ამიტომაც, აქაც სახელმწიფოს მიდგომა უფრო სისტემური უნდა იყოს და აკრძალვასთან ერთად, უნდა ინტერესდებოდეს ადამიანების მოტივაციებით, რატომ მოიხმარს ამ ნივთიერებებს, რა ნივთიერებებზე არის წვდომა, ერთი კონკრეტული ნივთიერების აკრძალვით, რა ნივთიერებაზე ხდება გადართვა. ამის გარეშე, შეიძლება უფრო მეტი ზიანი და საფრთხე შეიქმნას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;