რამდენად რეკომენდებულია თამბაქოს ჩანაცვლება ე.წ. ვეიპებით და უსაფრთხოა თუ არა ელექტრონული სიგარეტების, აიქოსების მოხმარება, ამ საკითხზე „ალტერნატივა ჯორჯია“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს, ფსიქიატრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ილიაუნის პროფესორმა, ირმა კირთაძემ ისაუბრა.
ირმა კირთაძე, ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიაუნის პროფესორი:
„მთელ მსოფლიოში ბუმია, ელექტრონული სიგარეტების. მათ შორის, აიქოსების. აიქოსი, რომელიც ფილიპ მორისის პროდუქტია. „i quit ordinary smoking“ , - აბრევიატურა IQOS აქედან მოდის. ბუნებრივია, მარკეტინგმა შექმნა მოლოდინები, რომ ის არის ჩვეულებრივი თამბაქოს, სიგარეტის ალტერნატივები და ამასთანავე, არის ერთგვარად, დამხმარე საშუალებები თამბაქოზე თავის მინებებისთვის, თუმცა ეს ასე არ არის.
აქ, მნიშვნელოვანია, ორი რამ: ერთი - ეს ე.წ. ვეიპი, რომელიც არის სითხე, რომელიც გახურების შედეგად აეროზოლად იქცევა და, რომელსაც ადამიანი შეისუნთქავს, ითვლება რომ იქ არ ხდება პროდუქტების წვა, რასაც ადგილი აქვს თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში. აიქოსის შემთხვევაშიც, ითვლება რომ წვას არ აქვს ადგილი. თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევები, რომელიც ბოლომდე ვერ ასკვნის, არის თუ არა ეს ალტერნატივები თამბაქოს, სიგარეტის მოწევისთვის თავის მინებების საშუალება და, ასევე, არის თუ არა მათი მომხარებით მიღებული ზიანი ეკვივალენტური თამბაქოს მოწევისგან მიყენებული ზიანისა.
როგორც ვიცით ორი ტიპის ვეიპი არსებობს: ერთი, რომელიც შეიცავს ნიკოტინს და მეორე - არ შეიცავს. ნიკოტინი, თავისთავად, ფსიქოატიური ნივთიერებაა. მსუბუქი, მაგრამ ფსიქოსტიმულატორია და ამიტომ იქ, სადაც ნიკოტინია, ბუნებრივია განვიხილავთ, როგორც ფსიქოაქტიურ ნივითიერებას. იქ, სადაც არ არის ნიკოტინი, სანაცვლოდ, დამატებულია სურნელოვანი, არომატული ნივთიერებები, რომლებიც დღესდღეობით, შექმნილია 700-ზე მეტი დასახლების.
მარკეტინგიც ისეთია, გათვლილი ახალგაზრდებზე - ვეიპს სუნიც არ აქვს, იოლად დამალვადია. ეს ყველაფერი მიმზიდველს ხდის და, თითქოს, მოდაში შემოვიდა. მოზარდებისთვის ტრენდული გახდა. ფიქრობენ, რომ არაუშავს, ნიკოტინი არ არის და რა პრობლემაა.
სინამდვილეში, არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც არანიკოტინ შემცველად შეფუთული ვეპების შეფასებას ეხება. აღმოჩნდა, რომ მათშიც არის ნიკოტინი, რადგან სჭირდება პროდუქციას გაყიდვა და ნიკოტინი არის სწორედ ის ნივთიერება, რომელიც, ჯერჯერობით, რაც მეცნიერებას შეუსწავლია, იმ 4 ათასი ნივთიერებისაგან, რაც შედის თამბაქოში, აქვს დამოკიდებულების პოტენციალი. ამიტომ სწორედ მისი შერევით, სწორედ იმ ვითომ ნიკოტინის არშემცველ პროდუქციაზეც, ვითარდება დამოკიდებულება.
ამავე დროს, თან გვჯერა, რომ თამბაქო, რომელიც წვის შედეგად კუპრსა და მხუთავ აირს წარმოქნის და საზიანოა, თითქოს ეს არ არის ვეიპში ან - აიქოსში. სინამდვილეში, ვეიპში არის ისეთი ნივთიერება, როგორიც არის პროპილენგლიკოლი ზოგჯერ, გლიცერინიც შეიძლება შედიოდეს, მათი გახურების შედეგად კი წარმოიქმნება ფორმალდეჰიდი. ყველამ იცის რომ ეს არის ერთ-ერთი კარცინოგენული ნივთიერება. ამიტომ ის, რომ არ არის საზიანო, მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, კუპრი და ნახშირჟანგი ნამდვილად არ არის და თუ შევადარებთ ზიანის თვალსაზრისით, ვეიპის მოხმარება ნაკლებად საზიანოა, ვიდრე - ჩეულებრივი თამბაქოს მოხმარება.
აიქოსის შემთხვევაშიც, არაერთი კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ იქ უფრო მეტი იქმნება ტემპერატურა გახურების შედეგად, ვიდრე, ჩვენ გვიმხელს მისი მარკეტინგი. შესაბამისად, მთლად გახურების დეფინიციაშიც არ ჯდება, რადგან აღმოჩენილია, რომ აიქოსის შიდა ნაწილი, რომელიც გახურებას იწვევს და რითაც არ უნდა ხდებოდეს წესით პროდუქტების წვა, იქ კუპრის ნარჩენი აღმოჩნდა. თუ კი ადამიანი აიქოსის ერთი ღერის მოწევის შემდეგ არ გაწმენდს მოწყობილობას და ისე მოწევს მეორე ღერს. ანუ მოწევათა შორის კუპრის ნადებია აღმოჩენილი. ასევე, აღმოჩენილია ფორმალდეჰიდ-ციანჰიდრიდი მცირე კონცენტრაციით, რომელიც ჯანმრთელობისთვის მცირე კონცენტრაციითაც სახიფათოა.
ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, აიქოსის პოტენციური ზიანი, თამბაქოს მოწევით მიყენებულ ზიანზე 2-3-ჯერ მეტია, სწორედ მასში აღმოჩენილი კუპრის ნადების და მისი მოწევით ამონასუნთქ ბოლში ფორმალდეჰიდ-ციანჰიდრიდის გამო, რომელიც არცერთი კონცენტრაციით არ უნდა იყოს წარმოდგენილი.
თუმცა, როდესაც კვლევების ანგარიშები ქვეყნდება, მნიშვნელოვანია, ვინ არის კვლევის დამკვეთი, ეთიკის საკითხები რამდენად დაცულია. მაგალითად 7 კვლევის შემთხვევაში დამფინანსებელი იყო თამბაქოს ინდუსტრია, ორი იყო დამოუკიდებელი დაფინანსება და ასე შემდეგ. ამიტომ, ჯერ-ჯერობით ჭირს საბოლოო დასკვნის გაკეთება, მით უფრო გართულებულია, გრძელვადიან შედეგებზე საუბარი. იმედია ახლო მომავალში მეტი მტკიცებულება ექნება მეცნიერებას და ერთგვაროვანი დასკვნის გამოტანა შესაძლებელი გახდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მის 2021 წლის, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობის ტვირთის ანგარიშში აღწერს, რომ ვეიპი უსაფრთხო არ არის, ის ნაკლებად საზიანოა ვიდრე ორიგინალი სიგარეტი. მაგრამ როცა საქმე ეხება მოზარდებს, მიიჩნევა, რომ მათთვის გაცილებით სახიფათოა და არცერთი დოზით მოხმარება სასურველი არ არის. მსოფლიო მასშტაბით, წელიწადში, დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გამო, მათგან 7 მილიონამდე თამბაქოს მოხმარების პირდაპირი მიზეზით და დაახლოებით 1,2 მილიონი პასიური მწეველობის ანუ - მეორადი ბოლის ზეგავლენით განვითარებული დაავადებების შედეგად”.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;