ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ისაუბრა ფსიქოთერაპევტმა თამუნა ბოკუჩავამ „ალტერნატივა ჯორჯია“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს. ამასთანავე, უპასუხოა მოქალაქეების შეკითხვებს, რომელიც „ფეისბუქლაივის“ დროს დაუსვეს.
ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა თანადამოკიდებულებას - რას ნიშნავს თანადამოკიდებულება?
თამუნა ბოკუჩავა, ფსიქოთერაპევტი: „თანადამოკიდებულება სამეცნიერო ლიტერატურაში, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში, ადიქციის მხრივ აღწერილი, ცნობილი ფენომენია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე და მის პრობლემაზე, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი არ არსებობს მარტო. არსებობს თავის სოციალურ კონტექსტში და პირველი ასეთი სოციალური კონტექსტი არის თავისი ოჯახი და ახლო ადამიანები. ამიტომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, ეფექტურად მართვაზე დამოკიდებულოების სინდრომის, აუცილებელია ეს ადამიანები გათვალისწინებულები იყვნენ ამ კონტექსტში.
ისმის კითხვა, რატომ და რას ნიშნავს თანადამოკიდებულება. როდესაც ოჯახის წევრი არის რაიმე ფსიქიკური აშლილობის, ან სხვა დაავადების, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, განვიხილავთ ადიქციის პრობლემის მქონეს, ასეთი ადამიანისთვის ძირითადად, ძალიან ხშირად, დამახასიათებელია, სარისკო ქცევები. ხშირია, ემოციური რესურსების დანახარჯი, პრობლემურ ქცევები, მატერიალური საკითხების გამო განპირობებული სარისკო და პრობლემური ქცევები და ასე შემდეგ. ამ დროს, ასეთი ოჯახის წევრზე, მაქსიმალურად კონცენტრირდება ყურადღება და ოჯახის წევრები ხდებიან ამ ადამიანის ქცევაზე დამოკიდებული, იმ დონეზე, რომ დროდადრო ოჯახის წევრები კარგავენ თავიანთი „მე“-ს განცდას, საზღვრები იშლება და ხდება გაერთიანებული იმ პრობლემური ოჯახის ქცევაში. შესაბამისად, ეს არის ორმაგად დამაზიანებელი, როგორც დამოკიდებულების მქონე ოჯახის წევრისთვის, ასევე თანადამოკიდებულისთვის. ლიტერატურაში, ასევე აღწერილია, რომ თანადამოკიდებულ ოჯახის წევრებს აქვთ მთელი რიგი ფსიქოლოგიური, ფსიქიკური დარღვევები - დაწყებული დაბალი თვითშეფასებით, დეპრესია, მაღალი შფოთვა. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ძნელად ასატანი სიმპტომებია და აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ასევე მთელი რიგი სომატური დაავადებები და ამის ჩამონათვალიც არსებობს შესაბამის ლიტერატურაში.
ამიტომ, ახლა, რაც შემიძლია, მოკლედ, რეკომენდაცია გავცე, არის ის რომ თანადამოკიდებულმა ოჯახის წევრმა მოახდინოს თავისი თავის სეპარაცია დამოკიდებულ ოჯახის წევრთან, თავისი ინდივიდუალურობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს და ისე დაეხმაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ დახმარებაზე მეტად ხდება დაზარალება და დაზიანება დამოკიდებული ოჯახის წევრის. აქაც ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია, სპეციალისტის რეკომენდაცია და ჩართულობა. თუ ვმკურნალობთ დამოკიდებულ პირს, მას ვმკურნალობთ ოჯახის კონტექსტში და შემდეგ კიდევ მაკროსოციალურ კონტექსტში.
ამიტომ, თანადამოკიდებულ პირს, შესაძლოა, ცალკე დასჭირდეს თერაპიური პროცესის გავლა, მინიმუმ ფსიქოთერაპიული და ეს შეიძლება იყოს მედიკამენტოზურიც და ფსიქიატრის ჩარევაც იყოს საჭირო, და მეორე, აუცილებლად საჭიროა, ამ პროცედურის გავლა მეორე კონტექსტში - როგორ იურთიერთოს დამოკიდებულ ოჯახის წევრთან. ქცევის რა მოდელი გამოიყენოს. ამ მხრივ, ფსიქოთერაპევტებს გვაქვს გამოცდილება, რომ თანადამოკიდებულები დადიან ფსიქოლოგებთან, ექიმებთან და ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი - თავისი კეთილდღეობისთვის და მეორე - როგორი იუერთიერთონ დამოკიდებული ოჯახის წევრთან“.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;