როგორ ამოვიცნოთ, როცა მოზარდი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარს? რა უნდა იყოს ქცევებში შქუნიშნის წითელი ფერი, როცა განგაში უნდა ავტეხოთ, - ასეთი იყო შეკითხვა, რომელიც ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს თამუნა ბოკუჩავას „ალტერნატივა ჯორჯია“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს დაუსვეს.
თამუნა ბოკუჩავა, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი: „ეს შეკითხვა, ბევრ მშობელს აწუხებს და მათ შორის, პედაგოგებისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ ნივთიერების მოხმარებაზე, ვიცით რომ, ასეთ დროს, იცვლება ადამიანის კლინიკური მახასიათებლები და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც შეიძლება დავახასიათოთ რომ ადამიანი მოიხმარს, ამა თუ იმ ნივთიერებას, ე არის ქცევის შეცვლა.
მაგალითად, მოზარდის შემთხვევაში, თუ მისი სტანდარტული ქცევა გახდება სხვანაირი. თუმცა, აქ არის მნიშვნელოვანიდიფერენცირება - მოზარდობის ასაკში ქცევა ისედაც იცვლება. სტანდარტული ქცევა, შეიძლება ისედაც გახდეს პრობლემური და აქ შეგვეშალოს, ეს ნივთიერების მოხმარებაა თუ გარდატეხის ასაკის კრიზისი. მთავარი არის, რომ თუ მსგავი რამე შეამჩნია მშობელმა ან პედაგოგმა, განგაში არ უნდა ავტეხოთ და ეს არ უნდა იყოს იმ ჟანრში აყვანილი რომ რაღაც უბედურება მოხდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გასაუბრება, დალაპარაკება, სპეციალისტის ჩართვა. ვგულისხმობ, ფორმას, რა ფორმითაც უნდა მოხდეს რეაგირება.
მე ვიტყვი კრიტერიუმებს, რომელთა დიფერენცირება, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანია. ესე იგი, ასეთი კრიტერიუმია, როდესაც იცვლება ინტერესის სფერო. ვთქვათ, მოზარდი დაინტერესებული იყო სპორტით და ის ხდება თავისი წარსული ინტერესების მიმართ ინდიფერენტული. ასევე, თუ ადვილად ღიზიანდება, ადვილად ხდება აგრესიული, ფეთქებადი. თუ შეამჩნევთ, რომ მკვედრათ შეიცვალა მეგობრების წრე. აქვს მკვეთრი მოთხოვნილება, ხშირად გარეთ ოყოს. დაკარგა ემოციური კონტაქტი მშობლებთან, სხვა ოჯახის წევრებთან. როგორც წესი, ეს არის ხოლმე, ძირითადი კრიტერიუმები. კლინიკურ ნიშნებზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მოჭარბებული ძილიანობა ან - უძილობა.
თუმცა, ახლა ძნელია ამის დიფერენცირება, იმიტომ რომ პანდემიიდან გამომდინარე, მოზარდები ღამით გვიან იძინებენ და ამ მხრივაც, ძალიან ყურადღებით უნდა იყოს მშობელი.
ერთადერთი, რასაც მშობლებს ვურჩევ, თუ მსგავსი ეჭვი გაუჩნდათ, ან არც გაუჩნდათ და უნდათ პრევენცვია მოახდინონ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ახლო ემოციურ კონტაქტში იყვნენ შვილებთან. აქ პრიორიტეტი არ არის, რამდენად ძვირადღირებულ ტანსაცმელს ჩაიცვამს მათი შვილი. ასეთ დროს, უფრო მეტად შესაძლებელია, თუ რაიმე ხარვეზია, ამ მხრივ, და თუკი რაიმე რისკი არსებობს, მეტად ადვილად და დროულად დაინახოს მშობელმა. თუ რამეს შეამჩნევს, რომ მომხმარებელია რაიმე ნივთიერების, ასევე ძალიან მძლავრ რეკომენდაციას ვაძლევ, რომ ამაზე ღიად, გახსნილად ესაუბრონ თავის შვილს. შემდეგში, აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს და ნივთიერების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით წყაროში არ მოძიონ, რაც უხვად არის ინტერნეტში“.
27 ოქტომბერს, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.