ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემთხვევაში თურქეთი დაკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების ყოველგვარ შანსს.
"ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემოწმების მცდელობა. თუ რუსეთი აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსს, მაშინ ისეთ ეკონომიკურ პარტნიორს, როგორიც არის საბერძნეთი, დაკარგავს. საბერძნეთი არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება ასეთი ტიპის აღიარებას. რაც შეეხება შემდგომ პერსპექტივას, ეს ნიშნავს, რომ თურქეთი დაკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების ყოველგვარ შანსს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძე და დასძენს, რომ დადგება პრობლემა იმისა, რომ თუ აღიარებულია ჩრდილოეთ კვიპროსი, რატომ არ უნდა იქნას აღიარებული ყარაბაღი, ამ მოთხოვნას უკვე სომხეთი დააყენებს.
"არ არის გამორიცხული, რომ ამან გამოიწვიოს გაღიზიანება ბაქოშიც, იმიტომ, რომ თურქეთს ამდენი წლის განმავლობაში არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისათვის, რომ ყარაბაღის პოლიტიკური პრობლემა სერიოზულად გადაეწყვიტა. გარდა ამისა, დადგება პრობლემა იმისა, რომ თუ აღიარებულია ჩრდილოეთ კვიპროსი, რატომ არ უნდა იქნას აღიარებული ყარაბაღი, ამ მოთხოვნას უკვე სომხეთი დააყენებს. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობას წერილი დაესმება. აქედან გამომდინარე მე არა მგონია, რომ თურქეთი ასეთ ნაბიჯზე წავიდეს. ეს გამოიწვევს ევროკავშირის, აშშ-სა და თურქეთის დასავლელი პარტნიორების სერიოზულ გაღიზიანებას", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ.