საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ პარიზისთვის არ არსებობს „წითელი ხაზები“ უკრაინის მხარდაჭერაში და დაადასტურა, რომ ეს ასევე ეხება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს. ამის სესახებ ბარომ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ფრანგული შორი დისტანციური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ თავდაცვითი მიზნით. ამასთამ, ბაროს არაფერი უთქვამს გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარათი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერაზე შეზღუდვები არ უნდა დააწესონ.
„რა თქმა უნდა, თუ მეტის გაკეთება გვინდა, მეტის დახარჯვა მოგვიწევს და ვფიქრობ, რომ ამ ახალ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ“, - დასძინა მან.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საფრანგეთი უშვებს თუ არა საჭიროების შემთხვევაში მისი ჯარების ჩართვას, ბარომ უპასუხა, რომ პარიზი „არ გამორიცხავს არანაირ სცენარს“.
შეგახსენებთ, რომ ეს პოზიცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წლის დასაწყისში გააჟღერა.
„ჩვენ დავუჭერთ მხარს უკრაინას იმდენად ინტენსიურად და ხამგრძლივად, რამდენადაც საჭირო იქნება. რატომ?
რადგან ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ყოველი დამატებითი კვადრატული კილომეტრით, რომელსაც რუსული არმია იკავებს, საფრთხე ერთი კილომეტრით უახლოვდება ევროპას“, - აღნიშნა ბარომ.
„რა თქმა უნდა, თუ მეტის გაკეთება გვინდა, მეტის დახარჯვა მოგვიწევს და ვფიქრობ, რომ ამ ახალ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ“, - დასძინა მან.
ბარომ ასევე თქვა, რომ პარიზი "ღიაა" უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების უფრო კონკრეტული მოწვევის იდეისთვის.
„ჩვენ ღია ვართ მოწვევის გასაგზავნად, და ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიის დროს ვმუშაობთ, რომ ისინი ჩვენს პოზიციას მივაახლოოთ“, - განაცხადა ბარომ.