რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედროებს უბრძანა, განდევნონ უკრაინის თავდაცვის ძალები კურსკის რეგიონიდან 20 იანვრამდე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღემდე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ განდევნოს [უკრაინის ძალები] კურსკის რეგიონიდან და ყველა ეს ისტორიები, ყველა ეს საჩვენებელი იერიშები ახალი რაკეტებით - ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. მან მიზანი დაისახა. დარწმუნებული ვარ, მას სურს ჩვენი განდევნა მომავალი წლის 20 იანვრამდე.
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას, რომელსაც არ აკონტროლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოპერაცია ცხადყოფს პუტინის რეჟიმის უუნარობას დაიცვას თავისი რუსული ტერიტორიები, რადგან რუსული არმიის მთელი ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა გადასროლილი.
„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ჩაჭრა კურსკის მიმართულებით, რომ ის [პუტინი] სარდლობის მეშვეობით გადასცემს პირად თხოვნებს [ჯარისკაცებს], რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მთელი ბედი კურსკის ოპერაციაზეა დამოკიდებული“, - თქვა ზელენსკიმ.