საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხერსონის ოლქში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს და ქალაქის დაბრუნებას უკრაინელების მიერ, რამდენიმე დღეში პროგნოზირებს:
"ჩვენები გადავიდნენ მასობრივ შეტევაზე ხერსონის ოლქში ნოვოკახოვსკის მიმართულებით. ნოვოკახოვკაში არის ყირიმის წყლით მომარაგების რეზერვუარი, რის გამოც ის თავიდანვე იყო რუსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ომში და ასევე მთავარი დამაკავშირებელი გადასასვლელი დნეპრის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის. ძალიან თამამი ნაბიჯია, რომ ზელენსკიმ გერმანელების გადაცემული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა კიევში კი არ განათავსა, არამედ სწორედ ხერსონის მიმართულებით. ნოვოკახოვკაზე გასვლის შემდეგ ქალაქ ხერსონის აღება დღეების საკითხია. ველით კარგ ამბებს.
პუტინის პირადი პატიმარი" წერს მიხეილ სააკაშვილი.