უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ თითქმის ცხრა ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას "მედუზა" ავრცელებს "ინტერფაქს-უკრაინაზე" დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ვეტერანთა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების პატივსაცემად გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ზალუჟნიმ თქვა, რომ უკრაინაში ბავშვებს დაცვა სჭირდებათ, "რადგან მათი მამა ფრონტზე წავიდა და, ალბათ, არიან თითქმის ცხრა ათასი გმირს შორის, ვინც დაიღუპა".
ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ საბრძოლო დანაკარგების შესახებ ივნისის დასაწყისში განაცხადა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა ყოველდღიურად 60-დან 100-მდე ჯარისკაცს კარგავს.
ამასთან, საბრძოლო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას რუსეთიც იშვიათად ასაჯაროებს, თუმცა უკრაინის შეფასებით, დაახლოებით 45 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.