უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, უკრაინაში ომის გაჩაღების დღიდან, 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
„კონფლიქტის დასაწყისში დღე-ღამეში საშუალოდ 100 ადამიანი გვეღუპებოდა. მაგრამ პირველი 20-30 დღის განმავლობაში რუსულ არმიას დღე-ღამეში 1000 ადამიანი ეღუპებოდა. ახლა რუსეთი დღე-ღამეში სულ მცირე 200-300 ადამიანს კარგავს“, - განაცხადა არესტოვიჩმა იუთუბ-არხ "ფეიგინ ლაიფის" მორიგ გადაცემაში.
მარკ ფეიგინის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ასეთი გათვლებით, იმის თქმა, რომ უკრაინის არმიამ 10 ათასამდე მებრძოლი დაკარგა, არესტოვიჩმა უპასუხა: "დიახ, დაახლოებით ასეა".
შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა ყოველდღიურად 60-დან 100-მდე ჯარისკაცს კარგავს.