როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ 2008 წელს სწორედ ამერიკამ შეაჩერა ომი და გადაარჩინა საქართველო - წერს სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, რომ არა ამერიკა დღეს საქართველო არ იარსებებდა.
"როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ 2008 წელს სწორედ ამერიკამ შეაჩერა ომი და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო. რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ინიციატივით, მაშინ გამოიყო 1 მლრდ დოლარი, რითიც გადარჩა ქართული ეკონომიკა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.