საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთ - უკრაინის ომის გავლენები და გლობალური ეკონომიკა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა სტუდენტებთან განიხილეს.
შეხვედრის გახსნისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ, გლობალურად ინფლაციური წნეხი გაამწვავა და გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გააუარესა. უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის, საკვები პროდუქტებისა და ნავთობის გაძვირება გამოწვია. შედეგად, გლობალურად ინფლაციური წნეხი წარმოიქმნა და საქართველოშიც ინფლაცია მოსალოდნელზე მაღლა შენარჩუნდა. რომ არა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მარტიდან ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. კობა გვენეტაძემ აქვე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით არსებული მაღალინფლაციური გარემოს პირობებში, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე ფოკუსირებული რჩება. მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა გამკაცრებულია და რეგიონის ქვეყნებიდან რეალური პოლიტიკის განაკვეთი საქართველოში ყველაზე მაღალია. საგარეო ფაქტორების მილევისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

"საქართველოში პირველად ვარ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გამეგო, როგორ უმკლავდება ეკონომიკა კოვიდ -19-ითა და უკრაინის ომით გამოწვეულ შოკებს, იმ გლობალური სირთულეების პარალელურად, რომელთა მართვას ყველა ვცდილობთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოსთან ახალი პროგრამა აქვს, Stand-by Arangement (მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც თანხის ჩამორიცხვას, ამ ეტაპზე, არ ითვალისწინებს), რომელიც, ვიმედოვნებთ, საქართველოს სტაბილურობის გამყარებასა და გარედან მომდინარე შოკებთან გამკლავებაში დაეხმარება. ასევე, პროგრამა საქართველოს იმ ახალი რეფორმების ხელშესაწყობად გამოადგება, რომლებიც მის ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი ქვეყანას ტექნოლოგიური გარდაქმნების განხორციელება შეეძლება. ეს ეკოლოგიურად სუფთა სექტორებია, რომლებიც ეკონომიკას მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ უბიძგებს. დღეს საშუალება გვაქვს, სტუდენტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც მომავალში ქვეყანას სათავეში ჩაუდგებიან, ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ეკონომიკურ გამოწვევებს; ასევე განვიხილოთ ის, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს ამ სამყაროში, რომელიც სრული ტრანსფორმაციის პროცესშია და რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ამ დროს. ჩვენ, როგორც ფონდმა, ამის შესახებ მოსაზრებები მათგან უნდა მოვისმინოთ”, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრები გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.